понедельник, 14 июня 2010 г.

Antonio პასუხი

პირველ პაემანზე თუ გოგო გეუბნება, რომ შეგჩამ და ხორც ამოგგლეჯო :D ხუმრობით თუ იძახის კაია :D

რაც შეეხება ოდნოში გაცნობილ გოგოს , ოდნოში რომ გაიცნობთ გოგოს (ან რაიმე მესენჯერში მნიშველობა არ აქ) თქვენ პირველ რიგში მისი ვირტუალური მეგობარი,მესაიდუმლე უნდა გახდეთ ესაუბროთ მის გასაჭიზე და რაზეც მას მოუნდება საუბარი ........ სისუსტეს თუ უპოვით ვირტუალურ სამყაროში (რაც ადვილი არ გახლავთ) მაშინ შეგეძლებათ თემა იმ დონემდე აიყვანოთ რომ შეხვედრაზეც კი დაქთანხმდეთ , მოუყვანოთ მყარი არგუმენტები იმის შესახებ რომ თქვენ მას პირდაპირ საუბარში უფრო დაეხმარებით კარგათ აუხსნით სიტვაციიდან გამოსავალს და ა.შ ეს გამართლებული ხერხი გახლავთ შემდეგ ლაივში კი სიტვაციას გააჩნია და იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ ცოტა არ იყოს რთულია მეგობრობა გადავაფიქრებინოთ და ვეცადოთ რო სხვა თვალით შემოგვხედოს .............. თუ ნამდვილი გრძნობები გამოძრავებს გამოგივა და თუ არა ........ არამგონია რამე გამოვიდეს :) ისე სიტუაცია უფრო კარგათ რო ავხსნათ უფრო კაი იქნება ;)

четверг, 27 мая 2010 г.

პრობლემები

მოკლედ აქ დააკომენტარეთ რა პრობლემებზე ქსურთ საუბარი......... ანუ: რა პრობლემა გაქვთ გოგოებთან რისი გაგება და განხილვა გსურთ,

ყველა პრობლემა და კითხვა იქნება განხილული .......

понедельник, 10 мая 2010 г.

გოგოს ფსიქოლოგია

მოდით დავიწყოთ საუბარი გოგოებზე და მათ ფსიქოლოგიაზე , კიდევ გავიმეორებ რომ ყველა გოგოს გულს მოიგებ და არააქ მნიშვნელობა ვინ ხარ შენ ...... არსებობს კატეგორია გოგოების რომლებსაც თავი შეუბმელები გონიათ და კითხვაზე ყველა გოგოს შებმა შეიძლება? ამაზეც იგივეს პასუხობენ, რომ არა შეუბმელებიც არიან! :D განვიხილოთ : ყველა ადმიანს აქვს თავის ცხოვრება ფიქრებით მოხატული ანუ თავის საკუთარი სამყარო აქვთ, ამ სამყაროში შეხწევით ბიჭი მის გულს ყოველთვის მოიგებს ,ხოლო ასეთი დარწმუნებული მდედრები რომლებიც ფიქრობენ რომ შეუბმელები არიან ხელში გვიდებენ თავის სისუსტეს , ის რასაც იძახის დარწმუნებულია და დამტკიცებაც უნდა ამიტომ ეცდება ბოლომდე შეინახოს კაცის მიმართ გამომუშავებული ინტერესი და გულში ჩაიკლას,მაგრამ ცხოვრება ბრძოლაა ეს ბრძოლა კი არც თუ ისე უსიამოვნო გახლავთ,ჩვენ შევეცდებით მის ფიქრებში შევახწიოთ ანუ ის ფიქრობს რომ შეუბმელია..... რატომ უნდა იფიქროს გოგომ რომ ის შეუბმელია ? ალბათ: 1)ცხოვრებაში გადართულია სწვალაზე და არ აინტერესებს? ვითომ ?(ეს ხომ ადვილი შემთხვევაა და გამოსწორებადი:D ) 2) არ იზიდავს კაცები (დამეთანხმებით რომ რთული შემთხვევაა! მაგრამ ბრძოლის უნარიანი კაცისთვის არც ეგაა გამოუსწორებადი ;) ) 3)მონაზვნობა უნდა (მოდი ამას არ განვიხილავ) კიდევ არსებობს ათასი რამ მაგრამ ამ სამზე შევჩერდეთ ამიტომ იცოდეთ, რომ ქალთან საუბარში არ უნდა გაიჭედოთ უნდა ისაუბროთ მისთვის სასურველ თემასთან დაკავშირებდით მშვიდათ და დაფიქრებულად ..... დიდი ხანი საუბარი და მყარი არგუმენტები ადამიანის ფსიქიკაში ცვლილებებს აუცილებლად შეიტანს.... გჯეროდეთ და ყველაფერი გამოვა კითხვებთან დაკავშირებით მომმართეთ..........

воскресенье, 2 мая 2010 г.

მათი გაოცება

არაა აუცილებელი თქვენთვის ბრედ პიტს გავდეთ,ან ბოლო მოდელის მერსედესს ფლობდეთ,რომ ეს მოახერხოთ.
1.რომც არ იცნობდეთ,დაიწყეთ დიალოგი მასთან.თქვით რაიმე განსხვავებული და უნიკალური მასზე,ან იმ სიტუაციაზე,რომელშიც ორივენი იმყოფებით.
2.უპოვნეთ მას რაიმე განსაკუთრებული,რაც მას სხვებისგან გამოარჩევს.ეს შეიძლება ჭორფლიც კი იყოს და კომპლიმენტი უთხარით.
3.უთხარით მას მის განსაკუთრებულობაზე უანგაროდ(არ მოთხოვოთ ტელეფონის ნომერი,ან მისამართი.)ამ ყველაფერს ის თავად მოგცემთ,თუ მოეწონეთ.თუ ის კარგად გამოიყურება ალბათ რამდენიმე კომპლიმენტს იღებს დღეში,ამიტომ ეცადეთ იყოთ ორიგინალური.
შეგიძლიათ თუნდაც ასე დაიწყოთ :
-"გამარჯობა,არ მინდა რომ გიჟი გეგონო,ან რაიმე მასეთი,მაგრამ ყველაზე ლამაზი ჭორფლი გაქვს მთელ მსოფლიოში."
ან
"უკაცრავად,მაგრამ აქედან მანამ ვერ წავალ,სანამ არ გეტყვი,რომ გასაოცარი ღიმილი გაქვს."

sawyisi nabijebi

1.უპირველეს ყოვლისა დარწმუნდით თქვენს სისუფთავეში.არცერთი ქალი არ გაგეკარებათ ახლოსაც კი,თუ თქვენ ყარხართ.
2.საკმაოდ კარგია თუ თქვენ ფავორიტთან გაქვთ სამსახურებრივი,ან სასწავლო ურთიერთობა.ეს მოგცემთ საბაბს რომ გაალღოთ ყინული თქვენს შორის.თუ რაიმეს გაკეთება გიჭირთ (ან შეიძლება არც გიჭირდეთ :)) თხოვეთ მას დახმარება.არ შეგრცხვეთ რომ მის თვალში ცოტა დაბნეულად ან ცოტა უცოდინრად გამოიყურებით.ამ დროს ქალები მხოლოდ კარგს ფიქრობენ ( რა საყვარელიაააა...).
3.თუ თქვენ არ გაქვთ მათთან არც სამსახურებრივი და არც სასწავლო ურთიერთობა,მაშინ ცოტა არ იყოს ძნელდება დაახლოება.ყველაზე იოლი გზა იქნება რომ შეთავაზოთ დახმარება რაიმეში,მხოლოდ მაშინ თუ ეს მას მართლა სჭირდება.არის სხვა გზაც-იჯდეთ იმ მაგიდაზე,სადაც ის თავად ზის.ოღონდ სანამ მიუჯდებით,აუცილებლად კითხეთ ნებართვა.ცოტა მოიცადეთ და შემდეგ ჩაერთეთ საუბარში.ეცადეთ რომ იხუმროთ ეფექტურად.მისი სიცილი ან თუნდაც ღიმილი დიდ სამსახურს გაგიწევთ.მიეცით კითხვები მასზე.
4.რასაც არ უნდა აკეთებდეთ იყავით "საყვარელი" და ნაზი.თქვით რაიმე მის სექსუალურობაზე,მიეცით კომპლიმენტი,თუ რათქმაუნდა დარწმუნებული ხართ რომ ამით მას არ შეურაცხყოფთ.დაელოდეთ მის რეაქციას.თუ მიიღო კომპლიმენტი კარგია,თუ სახე შეეცვალა და გიბღვერთ,მაშინ გაიხუმრეთ.მაგ.არ დამარტყა,ან არ მატკინო და ა.შ.არ გამოიყენოთ ეს მეთოდი ხშირად,წინააღმდეგ შემთხვევაში ის ეფექტურობას დაკარგავს.
5.თუ ახალგაცნობილ გოგოსთან საუბარი გაიჭედა,მოიკრიფეთ სიმამაცე და თქვით რომ წასასვლელი ხართ.შემდეგ გაიარეთ პატარა მონაკვეთი,მობრუნდით,მიდით მასთან და კითხეთ ტელეფონის ნომერი.
6.თუ მან მოგცათ მისი ინტერნეტ-მესენჯერის მისამართი სახლში მისვლისთანავე დაამატეთ.თუ მოგცათ ნომერი,ორი სამი დღის შემდეგ დაურეკეთ და კითხეთ უნდა თუ არა მას თქვენთან შეხვედრა.
7.თუ ის თანახმაა,შეარჩიეთ მისთვის ხელსაყრელი დრო და ადგილი.ეცადეთ თქვენი ხმა არ ჟღერდეს ტრიუმფალურად-ეს ყველაფერს ჩაშლის.
8.როცა მას შეხვდებით,კითხეთ მას რისი გაკეთება უნდა.არ შეთავაზოთ არაფერი,მანამ სანამ ის თავად არ გამოთქვამს სურვილს.დარწმუნდით რომ მას ეს ნამდვილად უნდა.თავიდან თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო მისი ყურადღების მიპყრობა,ახლა ეცადეთ თავი წარმოადგინოთ როგორც იდეალური პარტნიორი.არ გაიცინოთ საკუთარ ხუმრობებზე.
9.შეხვედრისას წარმოაჩინეთ თქვენი თავი საუკეთესო სახით.
10.დარჩით მისადმი პატივისცემითა და ინტერესით განმჭვალული.შედეგი არ დააყოვნებს.
11.თუ მასთან დაშორებას გადაწყვეტთ,ელაპარაკეთ სასიამოვნოდ.თუ გამოვა, დარჩით მეგობრებად. არ შეაგინოთ,ან არ ეჩხუბოთ.

четверг, 29 апреля 2010 г.


პაემანი-10 "უნდა"
1.უნდა გამოიყურებოდეთ საუკეთესოდ და უნდა იყოთ პუნქტუალური.
2.უნდა ისიამოვნოთ პაემნით.
3.უნდა გაუკეთოთ კომპლიმენტი მის ტანსაცმელს და თავად მას.
4.უნდა იყოთ საინტერესო და დაინტერესებული.
5.უნდა უთხრათ თუ არ მოგწონთ იგი.არ მოატყუოთ.
6.უნდა დაუნიშნოთ პაემანი მხოლოდ იმ ქალებს,რომლებიც მოგწონთ ან გაინტერესებთ.არ მოუსმინოთ მეგობრებს.
7.უნდა იყოთ დადებითი მაშინაც კი,როცა პაემანი ცუდად სრულდება.
8.უნდა დააწყოთ პაემნისას გეგმები,რომლებსაც შემდეგ განახორციელებთ.
9.უნდა დანიშნოთ პაემანი თავად,არავინ მოგაკითხავთ სახლში და მოგთხოვთ გასეირნებას.
10.უნდა გყავდეთ გარემოცვაში ადამიანები,რომლებიც ასევე დადიან პაემნებზე.ისინი მოგცემენ რჩევებს.